მდინარე მტკვრის კალაპოტში, მეორე დღეა 54 წლის ქალს ეძებენ.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ქალი სახლიდან 2 აპრილს საღამოს გავიდა, მას შემდეგ კი არ დაბრუნებულა.
ბოლოს ის თბილისში ნახეს.
საძიებო სამუშაოებში ჩართული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავებიც.