შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი – “მი-8” ბორჯომის ხეობაში, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური წყალსაცავიდან ამოიტანეს.
საფრენი აპარატის წყლიდან ამოტანის სამუშაოებში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და კომპანია „ბრითიშ პეტროლიუმის“ (BP) თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
სამაშველო ღონისძიებაში შესაბამისი მძიმე ტექნიკა იყო ჩართული. ვერტმფრენის წყლიდან ამოტანის პროცესს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი დაეწრო.
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენს დღეს თბილისში, ექსპერტიზაზე გადაიტანენ.
მიმდინარე წლის 27 აგვისტოს ბორჯომის ხეობაში, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური წყალსაცავიდან წყლის აღების დროს, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ავარიული დაშვება განახორციელა.