ხონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვს ეძებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი მდინარის ნაპირზე ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მაშველები იმყოფებიან და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.