LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარე ჭოროხის ხიდს რეაბილიტაცია უტარდება

241

მდინარე ჭოროხზე არსებულ სახიდე გადასასვლელს რეაბილიტაცია უტარდება.

როგორც ”ფორტუნას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 110-ე კმ-ზე, მდინარე ჭოროხზე არსებული ხიდი, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საგზაო კომუნიკაციაა. ის თურქეთ-საქართველოს დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მდებარეობს და ბათუმს უახლოეს ზღვისპირა სოფლებთან, გონიოს სანაპიროსთან და თურქეთის საზღვართან მიმავალ სხვა დასახლებებთან აკავშირებს.

ხიდის სიგრძე 473, ხოლო სიგანე11,5 მეტრია. პროექტით გათვალისწინებულია შუალედური ბურჯების გაძლიერება, საყრდენი ნაწილების გამოცვლა, მალის ნაშენის რეაბილიტაცია, სადეფორმაციო ნაკერების, სავალი ნაწილის, დაზიანებული ფილების გამოცვლა და ახალი ტროტუარების   მოწყობა. ასევე, მდინარის კალაპოტის ფორმირება, ხიდთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.

ამჟამად, მიმდინარეობს ხიდის სავალ ნაწილზე დამცავი და შემასწორებელი ფენის დემონტაჟი.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, მისი ღირებულება 2 929 440 ლარია და 2016 წლის ზაფხულში დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები