LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარე ალაზანში დაკარგული 60 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

123
94776458-2293486987622187-6483177198290206720-o

ორდღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე ალაზანში მაშველებმა 60 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი დედოფლისწყაროელი გიორგი ანთაურია, რომელიც მწყემსად ალაზნის პირას ერთ-ერთ ფერმაში მუშაობდა. გუშინ ის მეგობრებთან ერთად მდინარეში შევიდა, თუმცა წყლიდან გამოსვლა  ვეღარ შეძლო. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და მყვინთავები იმყოფებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები