LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდიდრების საყვარელმა კურორტმა ტურისტებისთვის შეზღუდვები შეამსუბუქა

41
Seychelles-Faces-Economic-Crisis-on-UkraineRussia-War

სეიშელის კუნძულები სრულად ვაქცინირებულ ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ ვიზიტორებს კურორტზე შესვლის უფლებას პსრ ტესტის გარეშეც მისცემს. ამის შესახებ ინფორმაცია სეიშელების ოფიციალურ სახელმწიფო პორტალზე გავრცელდა.

ტურისტული შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში მარტის შუა რიცხვებიდან შევიდა. ტესტის წარდგენა არ მოუწევთ იმ მოგზაურებს, ვისაც Cvodi-19 მოგზაურობამდე 2-12 კვირით ადრე ჰქონდა. ხოლო მათ ვისაც აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს ან მხოლოდ ერთი დოზა აქვს გაკეთებული, სწრაფი/ ანტიგენ ტესტის ჩაბარება დასჭირდებათ.

ამასთან, მდიდრების საყვარელ კურორტზე მოხვედრამდე ყველა მოგზაურს მოუწევს, რომ ოფიციალურ საიტზე შესაბამისი ნებართვა აიღოს და ამისთვის თანხა გადაიხადოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები