ქუთაისის დამწვრობის ცენტრის სამედიცინო დირექტორი გიორგი აბესაძე „ფორტუნასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ კრიტიკულია კაცის მდგომარეობა, რომელმაც გუშინ, თერჯოლაში ყოფილ ცოლს ბენზინი შეასხა და მოკლა.
დამწვრობის ცენტრში აცხადებენ, რომ კაცს სხეულის 77% აქვს დამწვარი.
„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა – 109-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.