LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

McLAren ქარხანას და მუზეუმს ბანკში ჩადებს

47
mclaren newsmay

ბრიტანელი მწარმოებელი McLaren ძალიან მძიმე ფინანსურ სიტუაციაში აღმოჩნდა და გადასარჩენად სერიოზული თანხა სჭირდება. ფულის მიღებას კი კომპანია მხოლოდ ბანკის დახმარებით თუ შეძლებს.

როგორც BBC იუწყება, McLaren ბანკში მთავარ შტაბ–ბინას და შეუფასებელ საავტომობილო კოლექციას ჩადებს, სანაცვლოდ კი ზარალის ასანაზღაურებლად 363 მილიონი დოლარის მიღების იმედი აქვს. ინსაიდერთა განცხადებით, ბრიტანელებმა ასეთი ნაბიჯის გადადგმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ხელისუფლებამ ფინანსურ მხარდაჭერაზე უარი განაცხადა. უარის თქმის არგუმენტი ის იყო, რომ კომპანიას საჭირო სახსრების მოპოვება დამოუკიდებლადაც შეეძლო.

McLaren ისევე როგორც ბევრი სხვა მწარმოებელი, კორონავირუსის პანდემიის გამო ძალიან მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. გაყიდვების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა, „ფორმულა–1“–ის შემოსავალიც შემცირდა. ბრიტანელები გეგმავენ, რომ ვალები გადაიხადონ და რბოლების დაწყებას მომზადებულები შეხვდნენ.

2019 წელს McLaren–ის შემოსავალი 18%–ით გაიზარდა და 1,7 მილიარდ დოლარს მიაღწია, ამასთან გამოშვებული სუპერქარების 90% საზღვრებს გარეთ გაიყიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები