კომპანია McLaren აპირებს, რომ დაანონსებულზე ბევრად ნაკლები Elva გამოუშვას, რათა შესაძლო ჯარიმების რაოდენობა შეამციროს. დასავლური პრესის ინფორმაციით, სპორტქარის ტირაჟი 399 ეგზემპლარის ნაცვლად 249 გახდება, რაც მოდელის მიმართ კოლექციონერთა ინტერესს გაზრდის.
ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი ეკო–ნორმები და ავტომწარმოებლებისთვის დაწესებული ჯარიმები გახდა. საქმე ისაა, რომ ჯარიმის ოდენობა გაყიდული ავტომობილების რაოდენობით განისაზღვრება და ბრიტანულ კომპანიას ამ თანხის მაქსიმალურად შემცირება სურს. კორონავირუსის პანდემიის და დახურული ქარხნების ფონზე, ეს ნაბიჯი ძალიან სწორია.
სპიდსტერი Elva ყველაზე ძვირადღირებული და ექსტრემალური მოდელების სიაშია. სუპერქარი 4,0 ლიტრის მოცულობის V8 ძრავითაა უზრუნველყოფილი და 7–საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. 0–დან პირველი „ასეულის“ განვითარება ბარკეტას 3 წამზე ნაკლებ დროში შეუძლია, 200 კილომეტრამდე კი სულ რაღაც 6,7 წამში ხურდება.