მცხეთის ქუჩა 16 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით გადაიკეტება. როგორც “ფორტუნას” თბილისის მერიიდან აცნობეს, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ვაკის რაიონში მცხეთის ქუჩაზე კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს იწყებს.
საგზაო სამუშაოები 60 კალენდარულ დღეში დასრულდება.”სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე 16 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით მცხეთის ქუჩა გადაიკეტება მრგვალი ბაღიდან ქობულეთის ქუჩამდე. მეორე ეტაპზე, 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, გადაიკეტება ქობულეთის ქუჩიდან მცხეთის ქუჩის ბოლომდე,”- განაცხადეს თბილისის მერიაში.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანია: შპს „ჰერიო” აწარმოებს. თბილისის მერიის ბიუჯეტიდან გზის რეაბილიტაციისთვის 767 570,93 ლარია გამოყოფილი.