LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცხეთის მუნიციპალიტეტს 2 ამცრელი დაწესებულება დაემატა

77
აცრა

მცხეთის მუნიციპალიტეტს 2 ამცრელი დაწესებულება დაემატა. მოსახლეობა იმუნიზაციას სოფელ გალავნისა და ძველი ქანდის ამბულატორიებშიც შეძლებს.

ადგილზე აცრა, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებით მიმდინარეობს.

დღეისათვის სოფლის ამცრელი ამბულატორიები მცხეთა-მთიანეთის მხარის ოთხივე მუნიციპალიტეტში მოქმედებს.

მოქალაქეებს რეგიონში ამ ეტაპზე ჯამში 18 ვაქცინაციის პუნქტი და 5 მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ემსახურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები