LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცხეთას მალე გენგეგმა ექნება – კონცეფციაზე მუშაობა მომდევნო ეტაპზე გადავიდა

102
mcxeta

ქალაქ მცხეთის გენერალური გენგეგმის კონცეფცია, რომელზეც კონკურსის წესით შერჩეული 8 საპროექტო კომპანიის გაერთიანება ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა, მცხეთის სივრცითტერიტორიული განვითარების უწყებათაშორის საბჭოს წარედგინა.

კონკურსის წესით შერჩეულმა ამხანაგობააქოლისმაუკვე მოამზადა მცხეთის გენერალური გეგმის კონცეფცია, ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა და ქალაქის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში.

მოცემულ ეტაპზე, გენგეგმის კონცეფციის სამომავლო განვითარებასა და დახვეწაზე მუშაობას, მის დამტკიცებამდე, უკვე მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო გააგრძელებს.

მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების უწყებათაშორის საბჭოს, რომელიც ელექტრონულ ფორმატში გაიმართა, ესწრებდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, მცხეთის მუნიციპალიტეტის და საბჭოში შემავალი სხვა უწყებების წარმომადგენლები.

მცხეთის გენგეგმის კონცეფციაზე მუშაობა მომდევნო ეტაპზე გადავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები