LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე რამდენიმე პროექტი მიმდინარეობს

68

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე რამდენიმე პროექტი დაიწყო.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები გზის 2 მონაკვეთზე მიმდინარეობს. მდ. ბიდარაზე და სნო–ახალციხე–ჯუთას საავტომობილო გზის მე–8 კილომეტრზე ახალი ხიდები შენდება, ერთ-ერთი მათგანის – 51 მეტრიანი ხიდის მშენებლობა გერმანული ტექნოლოგიის გამოყენებით ბურჯების გარეშე ხდება, ამიტომ, ის განსაკუთრებით ეფექტურია მთიან რეგიონში, რადგან მცირდება როგორც საყრდენი ბურჯების მშენებლობა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯები, ასევე, ხიდის მშენებლობის ვადაც. საქართველოში აღნიშნული ტექნოლოგია პირველად გამოიყენება.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე მიმდინარე სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და 2015 წლის ბოლომდე ეტაპობრივად დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები