მსოფლიოში სახელგანთქმულმა რესტორნების ქსელმა McDonald’s-მა თავის ისტორიაში პირველად, ქალების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, მათი ლოგო, ოქროსფერი „M“ გამიზნულად ამოაბრუნა, რათა „W” (Women, ქალები ) გამოსულიყო.
McDonald’s-ის ხელმძღვანელის უენდი ლიუსის თქმით, ამგვარი ხერხით, მათ ქალების მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს და ქალებს საერთაშორისო დღე მიულოცეს.
„ჩვენს ქალების მხარდაჭერის დიდი ისტორია გვაქვს. ჩვენ მათ ზრდის და განვითარების საშუალებას ყოველთვის ვაძლევთ. ვამაყობთ, რომ მაკდონალდსის ყოველი ათი რესტორნიდან, ექვსის მენეჯერი ქალია“ – აცხადებენ კომპანიაში
აღსანიშნავია,რომ McDonald’s არ არის პირველი კომპანია, რომელმაც ასეთი საინტერესო ხერხი მოიფიქრა ქალების დღის აღსანიშნავად. გასულ წელს, კომპანია “Brawny paper towels”-მა, ძლიერი ქალების მხარდაჭერა, მათი პროდუქტის ორიგინალური დიზაინით გადაწყვიტა.