LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მბაპეზე ძვირი მსოფლიოში არავინაა: რონალდოს ფასი უვარდება

90
2740988-56641770-2560-1440

სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლებიც ხუთ წამყვან ჩემპიონატებში გამოდიან.

პირველ ადგილზე აღმოჩნდა პსჟ-ს ფორვარდი კილიან მბაპე. ის 256.2 მლნ ევროდ შეაფასეს. მეორეა „სიტის“ ინგლისელი რაჰიმ სტერლინგი – 223.7 მლნ. მესამე ეგვიპტელი მოჰამედ სალაჰია. „ლივერპულის“ ვარსკვლავი 175.1 მლნ ევროდ შეაფასეს.

ტოპებში ასევე შევიდნენ დორტმუნდელი ჯეიდონ სანჩო (168,9 მლნ ევრო), სადიო მანე „ლივერპულიდან“ (155,6 მლნ), „ტოტენჰემელი“ ჰარი კეინი (150,5 მლნ) და მარკუს რეშფორდი „მანჩესტერიდან“ (134,3 მლნ).

„ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი მერვე ადგილზე აღმოჩნდა, არგენტინელი 125.5 მლნ ევრო ღირს. ლეოზე ოდნავ ქვემოთაა მისი ფრანგი თანაკლუბელი ანტუან გრიზმანი (123.6 მლნ) და ნაკრებში თანაგუნდელი, „ინტერის“ ლაუტარო მარტინესი (115.7 მლნ).

აი „იუვენტუსის“ მთავარი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო მხოლოდ 49-ე პოზიციაზეა. მისი ფასი ანალიტიკოსებმა 80.3 მლნ ევროდ მიიჩნიეს. მასზე წინ ექსპერტებმა დააყენეს ნიკოლო ძანიოლო („რომა), მეისონ მაუნტი („ჩელსი“), ლუკა იოვიჩი („რეალი“) და ოიარსაბალი („სოსიედადი“).

CIES-ის შეფასებით, ყველაზე ძვირადღირებული მეკარე „ლივერპულის“ ალისონია (87.6 მლნ ევრო), ყველაზე ფასიანი ნახევარმცველი ჯეიმს მედისონი „ლესტერიდან“ (112.4 მლნ ევრო).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები