სიღნაღის რაიონის სოფელ ულიანოვკაში მაზლმა ცეცხლსასროლი იარაღით ორსული რძალი დაჭრა, რძლის მამა კი მოკლა.
როგორც ფორტუნას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა. გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.