კომპანია Mazda-მ ელექტრონული სისტემა შეიმუშავა, რომელიც საგრძნობლად ამცირებს სიგრძივი და განივი აჩქარების ზემოქმედებას მძღოლსა და მგზავრებზე. გამოგონებამ G-Vectoring Control-ის სახელი შეიძინა, ახალი სისტემით აღჭურვილი ტესტური ავტომობილები კი უკვე გამოსცადეს.
ძველი სისტემისგან განსხვავებით, GVC-ში მართვის ბლოკია ჩამონტაჟებული, რომელიც ხუთ წამში ერთხელ აანალიზებს სიტუაციას და მანქანის სისწრაფის და საჭის მოხვევის კუთხის გათვალისწინებით მუშაობს.
კომპანია Mazda-ს ექსპერტების განცხადებით, მსგავსი სისტემის წყალობით, ნებისმიერი მძღოლი თავს პროფესიონალ მრბოლელად იგრძნობს, რომელიც მიჩვეულია დამოუკიდებლად და სწორად მართოს გაქანების და დამუხრუჭების მანძილი.
როდის გამოჩნდება ახალი ტექნოლოგია Mazda-ს სერიულ მოდელებში ჯერჯერობით უცნობია. ოფიციალური პრეზენტაცია სავარაუდოდ 2016 წლის ბოლოს შედგება, GVC-სისტემით კი, Mazda 3 და Mazda 6 აღიჭურვება.
http://motor.ru/news/2016/06/09/mazdavectoring/