Mazda-მ ავტომოყვარულები დაამშვიდა, რომ დიზელზე მომუშავე მანქანებზე უარის თქმას არ აპირებს მანამ, სანამ მათზე მოთხოვნა იარსებებს. ასეთ მოდელებზე მოთხოვნა ისევ დიდია ევროპულ და ავსტრიულ ბაზარზე, ამიტომ „მძიმე“ საწვავზე მომუშავე ტრანსპორტს გაყიდვებიდან ჯერ-ჯერობით არ მოხსნიან. საუბარია ისეთ მოდელებზე როგორიცაა მაგალითად CX-60, რომელიც ევროპულ ბაზარზე 3,3 ლიტრის ტურბო-დიზელით და ელექტრონული აგრეგატით გამოდის.
თავის დროზე დიზელის ძრავებმა პოპულარობა ბენზინის ანალოგებთან შედარებით საწვავის ეკონომიურობის და შედარებით ნაკლები გამონაბოლქვის ხარჯზე მოიპოვეს. მოგვიანებით მომხმარებელთა ინტერესი ბენზინის ძრავებისკენ უფრო მეტი იყო, ცოტა უფრო მოგვიანებით კი ჰიბრიდის აგრეგატებზე გაიზარდა მოთხოვნა და ამჟამად დიზელის მანქანებს უფრო ნაკლებად ყიდულობენ, ვიდრე ელექტრომობილებს.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს დიზელის მანქანებს ბაზრის 44% ეკავათ, უკვე 2021 წლისთვის მაჩვენებელი 25%-მდე დაეცა. ამ წლის ივნისში დიზელის მანქანების წილი საერთო ბაზარზე 13,4%-მდე შემცირდა და მათ ელექტრომობილებმა გაყიდვებით პირველად აჯობეს.