LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაყურებლებისგან არსენალი ყველაზე მეტ ფულს შოულობს

106

ლონდონის „არსენალმა“ საშინაო მატჩებზე უფრო მეტი ფული იშოვა, ვიდრე „რეალმა“ და „ბარსელონამ“.
გასულ წელს „მეთოფეებს“ საშინაო თამაშებიდან 132 მილიონი ევრო დარჩათ.
Deloitte-ის კვლევების შედეგების თანახმად, „არსენალმა“ ესპანური და საერთოდ მსოფლიო გრანდები ჩამოიტოვა – „რეალი“ (129.8 მლნ) და „ბარსელონა“ (116.9 მლნ).
შემდეგ მოდიან „მანჩესტერ იუნაიტედი“ (114), „ჩელსი“ (93.1), „ბაიერნი“ (89.8), პსჟ (78), „ლივერპული“ (75), „მანჩესტერ სიტი“ (57) და „ტოტენჰემი“ (54.2).
იტალიის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი „იუვენტუსი“ ათეულშიც ვერ მოხვდა.

„არსენალმა“ კი შეგახსენებთ წინა სეზონში პრემიერლიგაში მესამე ადგილი დაიკავა და თან ინგლისის თასი მოიგო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები