„ნეტფლიქსმა“ „შავი სარკის“ ახალი, მეექვსე სეზონის „თიზერი“ გამოაქვეყნა. სერიალის შემქმნელი, ჩარლი ბრუკერის განცხადებით, მაყურებელი ყველაზე მოულოდნელს უნდა ელოდოს.
გასულ წელს გავრცელებული ინფორმაციიდან ვიცით, რომ მე-6 სეზონში მის წინამორბედზე მეტი სერია იქნება თავმოყრილი. ახალი სეზონის გადამღებ ჯგუფს შეუერთდნენ აარონ პოლი, კეიტ მარა და ჯოშ ჰარტნეტი. სერიალში ასევე გამოჩნდებიან სელმა ჰაიეკი, ზაზი ბიცი, რორი კალკინი, დენი რამირესი და სხვები…
„ემის“ მფლობელი სერიალი გამოსვლისთანავე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დისტოპიური სერიალია. სერიალის პირველი სერია 2011 წლის 4 დეკემბერს გამოვიდა.