LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Maybach-ის უკანასკნელი ყველგანმავალი 1,2 მილიონად გაიყიდა

14

Bonhams-ის აუქციონის სახლმა Maybach-ის უკანასკნელი ყველგანმავალი 1,2 მილიონად გაყიდა. საუბარია Mercedes-Maybach G650 Landaulet-ის 99-ე ეკზემპლარზე. ის ბელგიიდან უცნობმა მყიდველმა შეიძინა.

მოდელი, რომელიც საქველქმოქმედო აუქციონის ყველაზე ძვირადღირებული ლოტი გახდა Mercedes-Benz G 500 4×4²-ის ბაზაზეა აწყობილი. ის აღჭურვილია ბიტურბო V12 ძრავით და 630 ცხენის ძალას ავითარებს.

Mercedes-Maybach G650 Landaulet-ის უკანა მგზავრები მძღოლისაგან მინის ტიხარით არიან გამოყოფილნი. მათ განკარგულებაშია S-Class-ის სავარძელი მასაჟორით, მულტიმედიური დისპლეი, ჭიქების ჩასადები გაგრილებისა და გაცხელების ფუნქციით და მაგიდა ნოუთ ბუქისთვის. ყველგანმავალის სალონი ხბოს ტყავისგან არის გაწყობილი და დამატებული აქვს ნახშირბოჭკოვანი ელემენტები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები