LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მავთულზე, რომლითაც გორში მოკლული 9 წლის ბავშვი იყო დაბმული, იაგო ნებიერიძის დნმ ამოვიდა

2A431ACF-E2D3-48E6-AAE7-9420C2AB38F8_cx0_cy16_cw0_w650_r1_s

გორში მოკლული 9 წლის გოგოს ნანუკა ბერიაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია. შედეგებს ბავშვის ოჯახის ადვოკატი, გიორგი გელხაური უკვე გაეცნო.

მისი განცხადებით, გოგოს ტანსაცმელსა და ურიკაზე, რომლითაც გვამი გადაიტანეს, აღმოჩენილი დნმ-ის კვალი იაგო ნებიერიძეს ეკუთვნის. ამასთან ექსპერტიზის თანახმად დადგინდა, რომ გარდაცვლილი ბავშვის ცხედარს ხელ-ფეხი მავთულით ჰქონდა შეკრული, რომელზეც ასევე აღმოჩნდა იაგო ნებიერიძის დნმ-ის კვალი. ექსპერტიზის პასუხს გაეცნო გარდაცვლილის ოჯახიც.

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცავებმა გარდაცვლილი იპოვეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები