ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, მავთულხლართებს იქით ჩვენი სამშობლოა, რომელიც მალე უნდა დავიბრუნოთ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომზე საუბრობს.
ხაზარაძე იხსენებს 2008 წლის აგვისტოს და წერს, რომ ომის დაწყებისას თურქეთში იყო დასასვენებლად და შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.
“რატომ ბრუნდები, ომიაო, უკვე თბილისთან არიანო“- მკითხა, მინდოდა ბევრი რამ მეთქვა, მაგრამ ყელში ბურთი გამეჩხირა, ვერ ვუპასუხე, მივხვდი, რომ ახსნას აზრი არ ექნებოდა” – აცხადებს ხაზარაძე