არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „მატრონას ხატი სამების ტაძრის დაცულ სივრცეშია, სადაც ხატმწერი ხატზე არსებული ხარვეზებს შეასწორებს“.
„ხატწერის კანონიკის შესაბამისი ცვლილებების შეტანისთვის წმინდა მატრონას ხატი გადაბრძანებულია სამების ტაძრის დაცულ სივრცეში, სადაც ხატმწერს მიეცემა შესაძლებლობა საპატრიარქოს შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით კანონიკური წესების დაცვით შეასწოროს ხატზე არსებული ხარვეზები.
საკათედრო ტაძარში განთავსდა წმინდა მატრონას სხვა ხატი, რომლის მოლოცვაც შეუძლია მსურველთ“, – წერს არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი.
ხატწერის კანონიკის შესაბამისი ცვლილებების შეტანისთვის წმინდა მატრონას ხატი გადაბრძანებულია სამების ტაძრის დაცულ…
Posted by არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი on Wednesday, January 17, 2024