„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, არავინ არავის არ უსმენს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა პარლამენტის ყოფილი წევრის სოსო ჯაჭვლიანის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გაუგებარია, რატომ არ გაამჟღავნა ჯაჭვლიანმა დანაშაული დროულად და რატომ ისაუბრა მომხდარზე ახლა, ოპოზიციური ტელეარხის ეთერში და არა სამართლადამცავებთან.
„იქნება სოსო ჯაჭვლიანი თუ ნებისმიერი სხვა, ვინც თვლის, რომ მის მიმართ დანაშაულს ჰქონდა ადგილი, შეუძლია მიმართოს არა ოპოზიციურ არხს, არა პოლიტიკურ ეთერს და პოლიტიკურ განცხადებებს, არამედ სამართალდამცავ ორგანოებს. ყველაფერი დანარჩენი ამ გადასახედიდან სპეკულაციებს ჰგავს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ 2015 წელს, საძინებელში სათვალთვალო კამერა აღმოაჩინა. ჯაჭვლიანის თქმით, ამ ფაქტის მოწმე ლუკა კურტანიძეა.