LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მათი წვლილი ძალზედ მნიშვნელოვანია და, მაინც, ქალების ნახევარზე ნაკლებია დასაქმებულია სახლს გარეთ” – კარლ ჰარცელი ქალებს 8 მარტს ულოცავს

82
BeFunky-collage (1)

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განცხადება გაავრცელა. განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

კარლ ჰარცელი აღნიშნავს, რომ  საერთო ჯამში, საქართველო წინ მიიწევს გენდერული თანასწორობისკენ, თუმცა ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი. ელჩმა კამპანია სახელწოდებით “ძლიერი ქალები – ძლიერი საქართველო” დააანონსა.

როგორც ელჩი ამბობს – “ქვეყანა მხოლოდ მაშინ იქნება ძლიერი, როდესაც ყველას მიეცემა თანაბარი შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი“.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ქალთა საერთაშორისო დღეს. უკვე ორწელიწადნახევარია, რაც ამ ქვეყანაში ვიმყოფები და ჩემზე დღესაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ქალი პროფესიონალების მიერ არაჩვეულებრივად შესრულებული სამუშაო, იქნებიან ეს ქალი მეწარმეები, ჟურნალისტები, აღმასრულებელი დირექტორები, საზოგადოებრივი ლიდერები, თუ პოლიტიკოსები, როგორც დიდ ქალაქებში, ასევე სოფლად.

ქალები ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს, ეხმარებიან მოწყვლად ჯგუფებს, ან მუშაობენ თავიანთ თემებში პირობების გასაუმჯობესებლად, რომ არაფერი ვთქვათ ბევრად ნაკლებად წარმოჩინებულ სამუშაოზე, რომელსაც ბევრი ქალი ასრულებს სახლში ბავშვების, თუ მოხუცების მოვლისას.

მათი წვლილი ძალზედ მნიშვნელოვანია და, მაინც, ქალები საშუალოდ მამაკაცებზე გაცემული ანაზღაურების მხოლოდ 2/3-ს გამოიმუშავებენ და ქალების ნახევარზე ნაკლებია დასაქმებულია სახლს გარეთ.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბევრი ქალი დაუცველია დისკრიმინაციისაგან, ან უარესი, გენდერული ნიშნით ძალადობისგან, რაც ყოვლად დაუშვებელია.

საერთო ჯამში, საქართველო წინ მიიწევს გენდერული თანასწორობისკენ, მაგრამ ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი. ჩემი გზავნილი მარტივია – ქვეყანა მხოლოდ მაშინ იქნება ძლიერი, როდესაც ყველას მიეცემა თანაბარი შესაძლებლობა, მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი. დროა, ვიმუშაოთ იმ ბარიერების აღმოსაფხვრელად, რომელიც ხელს უშლის გოგონებსა და ქალებს სრულყოფილი წვლილი შეიტანონ საქართველოს მაქსიმალურად გაძლიერებაში.

სწორედ ეს არის ის გზავნილი, რომელსაც ჩვენი სოციალური მედიის არხების საშუალებით გავაჟღერებთ მარტის თვეში დაგეგმილი კამპანიის ფარგლებში დევიზით „ძლიერი ქალები – ძლიერი საქართველო“. ვიმედოვნებთ, რომ თქვენც ისურვებთ ამ დისკუსიაში მონაწილეობას და შემოგვიერთდებით.

მიზანი ნათელია, ისევე როგორც პოტენციალი. ჩვენ უბრალოდ ერთად უნდა გავაგრძელოთ მხარდაჭერა.

გილოცავთ ქალთა დღეს!“, – აღნიშნულია კარლ ჰარცელის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები