LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მათი უფლებების დასაცავად ყველა საერთაშორისო მექანიზმს გამოვიყენებთ“ – საგარეო უწყება უკრაინაში რუსების მიერ დატყვევებულ 2 ქართველ მებრძოლზე 

116
371379099_336612185624709_4826518338941422051_n

რუსი სამხედროების მიერ, უკრაინაში მებრძოლი საქართველოს 2 მოქალაქის ტყვედ აყვანის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის მტკიცებით, უკრაინის მხარეს მებრძოლი 2 ქართველი ტყვედ აიყვანეს 

როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, ქართული მხარე მოქალაქეების უფლებების დასაცავად, მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს გამოიყენებს:

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღია წყაროებზე დაყრდნობით, ინფორმირებულია უკრაინაში მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის გ.გ. და გ.შ. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო მოქმედებებისას ტყვედ აყვანის შესახებ.

ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას და შვეიცარიის კონფედერაციას, როგორც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მედიატორს, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დასაცავად“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისათვის, თავდაპირველად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, უკრაინის მხარეს მებრძოლი ორი ქართველი სამხედროს ტყვედ აიყვანეს. რუსული მედია ტყვედ ჩავარდნილ საქართველოს მოქალაქეებს დაქირავებულებს უწოდებს.