პრემიერის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ენერგოომბუდსმენისა ექსპერტების მოსაზრებები გაზგაყვანილობის და შემოწმებების თაობაზე საინტერესოა. თუმცა, მისი თქმით, რეკომენდაციების რეალობაში განხორციელება რთულია.
“მეც გავეცანი ენერგოომბუდსმენისა და ექსპერტების მოსაზრებებს. მათი ნაწილი საინტერესოა, მაგრამ რეალური მოცემულობა არ უნდა დაგვავიწყდეს. მაგალითად, ხელოსანთან ხდება გარიგების დადება გარკვეული მოწყობილობების მონტაჟზე. რეგულაციებთან დაკავშირებით მოსაზრებების ნაწილი საინტრესო იყო,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, აფეთქება მოხდა. შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა. სავარაუდოდ, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.