LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მათი მხრიდან რადიკალური მოთხოვნები გასაკვირია – ნათია თურნავა ბიზნესზე

43
118827594-3321915877898048-4613183207856015544-o

ნათია თურნავას განცხადებით, მისთვის გასაკვირია, როდესაც ბიზნესასოციაციები შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით მთავრობას რადიკალური მოთხოვნებს უყენებენ.

“მოგეხსენებათ, რომ თებერვალი არის შემსუბუქების თვე. პრაქტიკულად, არც ერთი კვირა თებერვლის ისე არ გასულა, რომ არ ყოფილიყო დაკავშირებული რომელიმე რეგულაციის შემსუბუქებასთან და რომელიმე დარგის გახსნასთან. ჩვენ მაქსიმალურად რაც გვქონდა დაგეგმილი და რაც შევძელით დღეის მდგომარეობით, გავხსენით ძალიან დიდი ბიზნესსფეროები და ბიზნესსაქმიანობები. რასაკვირველია, ბუნებრივია, რომ გარკვეული პაუზა გვაქვს აღებული, რათა გადავხედოთ, თუ როგორ იმოქმედებს ეს საკმაოდ მასშტაბური გახსნები ეპიდემიოლოგიურად და შემდეგ შევძლოთ, ასევე ეტაპობრივად, ფრთხილად, ყველა პროტოკოლის დაცვით ვიაროთ წინ. ამას ვაკეთებთ მაშინ, როდესაც ევროპა ემზადება მესამე ტალღისთვის და პირიქით, ჩვენ გვესმის ინფორმაცია უფრო მეტი გამკაცრების შესახებ. აქედან გამომდინარე, ცოტა არ იყოს გამიკვირდა, როდესაც მოვისმინე, რომ ბიზნესასოციაციები და განსაკუთრებით ტურისტული ინდუსტრია და სარესტორნო ინდუსტრია ასეთ რადიკალურ მოთხოვნებს უყენებს მთავრობას”, -აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ბიზნესი პრემიერს 7 თხოვნით მიმართავს - პირველი, კომენდანტის საათის გადაწევაა

საქართველოში არსებული ბიზნესასოციაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

მისივე თქმით, ნამდვილად არ აკლია კერძო სექტორს, განსაკუთრებით ტურისტულ ბიზნესს კომუნიკაცია. „კვირა არ გავა ისე, რომ ან მე, ჩემს მოადგილეებს, ან ტურიზმის ადმინისტრაციას არ ჰქონდეს ამ დიდი ინდუსტრიის რომელიმე სეგმენტთან შეხვედრა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებმა გიორგი გახარიას დღეს ერთობლივი განცხადებით მიმართეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები