სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ პოპულარული რეალითი შოუ „კარდაშიანების ოჯახი“ დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად კიმ კარდაშიანმა, „ტვიტერზე“ გაავრცელა.
„ჩვენ რთული გადაწყვეტილება მივიღეთ, „კარდაშიანების ოჯახს“ დავემშვიდობებით. ამ შოუმ გვაქცია იმად, ვინც ახლა ვართ“, – დაწერა კიმმა. აღნიშნულ განცხადებას კარდაშიანების კლანის გულშემატკივრების მხრიდან დიდი იმედგაცრუება მოჰყვა.
თუმცა გვინდა გაცნობოთ, რომ მათგან ასე მარტივად ვერ გავთავისუფლდებით. ახლახანს ინფორმაცია გავრცელდა, რომ კარდაშიანები ახალი შოუთი ბრუნდებიან. რეალითი შოუს ვარსკვლავებმა სერვერ Hulu-სთან მრავალ წლიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი. ინსაიდერების ცნობით, კონტრაქტის ღირებულება 150 მილიონ დოლარს შეადგენს.
გოგონები ახალი შოუთი 2021 წელს დაბრუნდებიან.
ცნობისთვის, რეალით შოუ ტელეკომპანია E!-ს ეთერში 14 წლის განმავლობაში გადიოდა, კარდაშიანების შოუს სრული 20 სეზონი გავიდა. სწორედ მან მოუტანა კიმს, მის დებს, კენდალ და კაილი ჯენერს, კორტნი და ჰლოეს და მის დედას, კრის ჯენერს განსაკუთრებული პოპულარობა.