გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, სავალდებულო საგნებზე ჩაჭრის მაჩვენებლები წინა წლის მაჩვენებლებისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება.
სოფიო გორგოძის თქმით, პირველადი მონაცემებით, მათემატიკაში აბიტურიენტთა ჩაჭრის მაჩვენებელი 17-%-ია.
“ეს არის პირველადი მონაცემი, საბოლოო მონაცემები დაიდება, როცა აპელაციები დასრულდება” – აცხადებს გორგოძე
“ჩაჭრის მაჩვემებლები პირველადი შეფასებით, მნიშვნელოვნად განსხვავებული არ არის. მაგალითად ქართულის და მათემატიკის მაგალითზე თუ ვიტყვით დაახლოებით იგივეა ჩაჭრის მაჩვენებელი. მაგალითად, 17%-ია მათემატიკაში ჩაჭრის მაჩვენებელი და ასე იყო წინა წელსაც, ამიტომ დიდად არ განსხვავდება. სხვადასხვა საგანში სხვადასხვა მაჩვენებელია, ეს არის პირველადი მონაცემი, საბოლოო მონაცემები დაიდება, როცა აპელაციები დასრულდება. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით დაგვეჭირა მხარი აბიტურიენტებისთვის”, – განაცხადა გორგოძემ.
ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები ყველა საგანში უკვე ცნობილია. დღეიდან აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ გამოცდების ცენტრს სააპელაციო განცხადებით მიმართონ.