LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მატარებლებში წიგნების ელექტრონული ბაზა და საძიებო სისტემა შეიქმნება

46

მატარებლებში ელექტრონული ბაზა და საძიებო სისტემა შეიქმნება, რომლის მეშვეობითაც მგზავრი ადვილად აირჩევს სასურველ წიგნს მგზავრობისას. ამის შესახებ ”ფორტუნას” საქართველოს რკინიგზიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მატარებლის ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შეგროვება მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო – ქუთაისი, ბათუმი, ოზურგეთი- ეს ის რკინიგზის სადგურებია, სადაც მოხალისეებმა, ავტორებმა და გამომცემლობებმა მატარებლის ბიბლიოთეკისთვის წიგნები მიიტანეს. პროექტში აქტიურად ჩაერთო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაც, რომელიც ბიბლიოთეკებს მოამარაგებს და მგზავრებს შესთავაზებს სხვადასხვა სახის ლიტერატურას.
შეგახსენებთ, საქართველოს რკინიგზის მატარებლებში ბიბლიოთეკები მოეწყობა. მატარებლით სწრაფი და კომფორტული მგზავრობა კიდევ უფრო სასიამოვნო გახდება, რადგან მგზავრებს ექნებათ საშუალება მათთვის საინტერესო წიგნები წაიკითხონ.

“ჩვენ გვსურს, მგზავრობა კიდევ უფრო საინტერესო და სასიამოვნო გავხადოთ, ასევე გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ წიგნების კითხვის პოპულარიზაციის საქმეში, ბიბლიოთეკები გათვლილი იქნება სხვადასხვა გემოვნების და ასაკის მკითხველზე”, – აცხადებს სს საქართველოს რკინიგზი-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები