LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მათ მაგივრად მე ვიწვები და ვიდაგები, იქნებ შევიდნენ პარლამენტში და დაასვენონ საკუთარი თავიც და ჩვენც: ნათელაშვილი “გირჩის” განცხადებაზე

81
FORTUNA.GE- (7)

“მოვუწოდებ, ხვალ შეწყვიტონ ყველა იმ დეპუტატის უფლებამოსილება, რომლებმაც განცხადებები კონსტიტუციის შესაბამისად შემოვიტანეთ, წინაღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ კიდევ მოგვიწევს დამატებითი სარჩელი შევიტანოთ საკონსტიტუციო სასამართლოში შეკითხვით, რატომ არ გვიწყვეტენ დეპუტატის უფლემაბოსილებას”, – “ლეიბორისტული პარტიი” ლიდერი მმართველ გუნდს მიმართავს და “გირჩის” განცხადებასაც ეხმაურება.

თუ “ოცნება” კოლეგებს უფლებამოსილებას შეუწყვეტს, “გირჩის” მოქმედი პარლამენტის წევრებიც დაუყოვნებლივ ჩააბარებენ განცხადებებს: პარტია “ქართულ ოცნებას” მიმართავს

შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდი თავის გადარჩენას ცდილობს, რადგან თუ დეპუტატების უფლებამოსილებას იურიდიულადაც შეაჩერებს, პარლამენტში მხოლოდ “ოცნების” გამგეობის წევრთა კრება დარჩება:

“არც ერთ შემთხვევაში გაწელვა, გადავადება და მით უფრო, ბატონი იაგოს შუამდგომლობა კენჭისყრის იქით გადატანასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი თავის გადასარჩენად გადადგმული ნაბიჯებია რეჟიმის მიერ, რომელსაც არ უნდა, სააბოლოოდ გაკოტრდეს მთელი მსოფლიოს თვალში და იურდიულადაც შეუწყვიტოს დეპუტატების უფლებამოსილება, რის შემდეგაც პრაქტიკულად, გვრჩება “ქართული ოცნების” გამგეობის წევრთა კრება პარლამენტის დარბაზში.

ახლა ცდილობენ, ყველანაირად გადაწიონ, მაგრამ პატრონმა მალა და ჭირმა თავი არ დამალაო, არ ვართ პარლამენტში და ეს იცის მსოფლიომ, ვერანაირი მანიპულაციით ვერ მოახერხებენ მდგომარეობის შელამაზებას, საკუთარი თავისა და ტყავის გადარჩენას. საერთოდ, “გირჩის” მაგივრად მე ვიწვები და ვიდაგები, ამიტომ, იქნებ შევიდნენ იმ პარლამენტში და დაასვენონ საკუთარი თავი, დაგვასვენონ ჩვენც”. – თქვა ნათელაშვილმა.

მან ალეკო ელისაშვილის გადაწყვეტილებაზეც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ მმართველ პარტიას გადაბირებული ვითომ პარტიები და ოპოზიციები ვერ უშველის:

“ეს თქვენ მიერ დასახელებული ე.წ. მემორანდუმი ისეთი მკვდრადშობილია, როგორც ივანიშვილის ნების შესაბამისად შედგენილი ე.წ. პარლამენტის სია, რომელიც ძალიან მალე ზათქით ჩამოიწევა და დაინგრევა. ეს არის ყველაფერი ივანიშვილის თავში მომწიფებული მორიგი ტრიუკი, როგორც მას სჩვევია, რათა გადააგდოს ჩვენი ხალხი და გაიხანგრძილოვს ამ ულამაზესი ქვეყნის ძარცვით მიღებული სიამოვნება.

ეს სიამოვნება მას მალე ჩაშხამდება და ვერანაირი გადაბირებული ვითომ პარტიები, ვითომ ოპოზიციები და ვითომ პოლიტიკოსები და მათი მემორანდუმები ამას ვერ უშველის. ისინი აუცილებლად მოხვდებოდნენ პარლამენტში, რადგან ამ პირობით შეუშვეს პარლამენტში, ანუ ყველა გზა ამ დროს ბიძინასთან მიდის”. – აცხადებს “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი.

გადაწყვეტილება მიღებულია: ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შევლენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები