LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მათ გაწირეს უდანაშაულო მოქალაქე,დაარღვიეს პროფესიული ეთიკის ყველა სტანდარტი….ჩემგან #ბოიკოტისაზმაუს”

257

პოეტი რატი ამაღლობელი ზვიად რატიანის საქმეზე , საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას გამოეხმაურა. სწორედ ეს ვიდეო წარადგინა შსს-მ დღევანდელ სასამართლო პროცესზე  და სასამართლომ მტკიცებულებად მიიღო.

პოეტი აცხადებს, რომ ტელეკომპანიამ აღნიშნული ქმედებით საფრთხის ქვეშ დააყენა ზვიად რატიანის უსაფრთოხება, შელახა მისი რეპუტაცია და ღირსება, გარდა ამისა, დაარღვია პროფესიული ეთიკის ყველა სტანდარტი.

 

 

რამდენიმე წელი ვმუშაობდი საზოგადეობრივ მაუწყებელზე, 
ძალიან მიყვარს ის ხალხი ვისთან ერთადაც ვაკეთებდი სხვადასხვა პროექტს – მაუწყებლის რადიოში; “ხმების ისტორია”, ტელე სივრცეში, “ჩემი წიგნი” და “სიტყვების თამაში”. 
დღემდე მაქვს და ვიცი, რომ დიდხანს გამყვება ამ ხალხის სიყვარული და პატივისცემა,
მაგარამ ის, რაც იკადრა მაუწყებლის ახალმა მენეჯმენტმა ზვიად რატიანის ე.წ. ვიდეოს დადებით – აღარ მიტოვებს მორალურ უფლებას რაიმენაირი სახით ვითანამშრომლო ხსენებულ მედია საშუალებასთან, როგორც რესპოდენტმა, მოწვეულმა სტუმარმა, თუ მაყურებელმა. რადგან მათ გაწირეს უდანაშაულო მოქალაქე, შსს-სთან ერთად უკვე სამომავლოდაც საფრთხის ქვეშ დააყენეს მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, დაარღვიეს პროფესიული ეთიკის ყველა სტანდარტი, შელახეს მისი რეპუტაცია და ღირსება. ასე რომ მოკლედ და კონკრეტულად ჩემგან #ბოიკოტისაზმაუს

https://www.facebook.com/ratiama/posts/10209828422658313

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები