ჟიტომირის რეგიონი რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულია.
ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ ტელეგრამ-არხებზე, ჟიტომირის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსზე დაყრდნობით ვრცელდება.
როგორც ვიტალი ბუნეჩკო აცხადებს, უკრაინელმა სამხედროებმა ჟიტომირის რაიონში მტერი მოიგერიეს, ზოგმა ოკუპანტმა კი ტერიტორია თვითონ დატოვა.
“4 აპრილის მდგომარეობით რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალები არ იმყოფებიან. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ გაიგოს, რომ ოკუპანტებმა დატოვეს კერძო სახლები და ტყეები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინული მედია: რუსეთის საჰაერო თავდასხმების შემდეგ ჟიტომირის ოლქში ნავთობის საწყობები იწვის
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში