LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მათ ამოძრავებთ შიში და სიძულვილი, მე სიყვარული” – სააკაშვილი ემიგრანტებს შეხვდა

191
BeFunky-collage (4)

პროვოკაციების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი საბერძნეთის დედაქალაქში ქართველ ემიგრანტებს მაინც შეხვდა. შეხვედრა თითქმის ერთ საათს გაგრძელდა.

“მე დღეს საქართველოს ნაწილს ჩავეხუტე და სულ მალე ვაპირებ სრულიად საქართველოს ჩავეხუტო.

მათ ამოძრავებთ შიში და სიძულვილი, მე მამოძრავებს სიყვარული, ამიტომ შეუპოვრობა და გამბედაობა, როცა საქმე ეხება სიყვარულს.

ათენში დღევანდელ შეხვედრაზე მოსული თითოეული ქართველი ემიგრანტით ვამაყობ!

მადლობა სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთვის!

ჩვენი გამარჯვება სულ ახლოსაა! ერთად სამშობლოში”,-წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტს ათენში თავს დაესხნენ.

ინფორმაციისთვის, კანონიერმა ქურდმა, ლაშა შუშანაშვილმა, რომელიც დიდი ხანია ათენში ცხოვრობს, 200-დე პროვოკატორი უკვე შეკრიბა და “კანონიერ ქურდად” კურთხევას დაპირდა ყველას, ვინც სააკაშვილს ათენში დაარტყამს.  მიუხედავად ამისა, მიხეილ სააკაშვილმა ემიგრანტებთან შეხვედრა არ გააუქმა და დღეს ათენში ემიგრანტებს შეხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები