LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეული ცნობილია

194
Capture

დღეს, 5 სექტემბერს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეული გამოვლინდა. 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები არიან:

ქამრან აფანდიევი – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლაოღლისა და ცოფის საჯარო სკოლების ქართული როგორც მეორე ენა, მასწავლებელია.

ინა იმედაშვილი, – თბილისის UG სკოლის დაწყებითი საფეხურისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

მარინე კვარაცხელია – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ეგნატე ფიფიას სახელობის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

ნინო ნიპარიშვილი – კასპის მუნიციპალიტეტიდან, სკოლა-გიმნაზიის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;

ნინო ფსუტური – გორის მე-8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი.

“განათლების კოალიციის” მიერ ორგანიზებული პროექტის ფარგლებში, 2023 წლის საუკეთესო მასწავლებელი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს გამოვლინდება. პირველ ადგილზე გასული მასწავლებელი ჯილდოს სახით 15 ათას ლარს მიიღებს. ხუთეულში გასული მასწავლებლები 5-5 ათასი ლარით დაჯილდოვდებიან. ათეულის წევრები კი 2000 ლარს მიიღებენ საჩუქრად.