LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასწავლებლის ემოციური მიმართვა: „მადლობა ყველა ბავშვს, ვინც ბარიერს გადასცდა, ვინც თავის თავს აჯობა და სასწაული შედეგი დადო. არ გამოგივიდათ წელს? რისთვისაა შემდეგი წელი?“

460
BeFunky-collage (3)

ინგლისური ენის მასწავლებელი, ნია თხელიძე, 2022 წლის აბიტურიენტთა უცხოურ ენაში მიღებულ შედეგებს ეხმიანება და „ფეისბუკ“ გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებულ პოსტში მადლობას უხდის თითოეულ იმ აბიტურიენტს, რომლებსაც არ მიუღიათ უმაღლესი ქულები, მაგრამ აჯობეს საკუთარ თავებს.

მასწავლებლის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს ტელეფონი არ დამიდია …

– Ms. Nia, იცით რა მაგრად ვწერე?

-აუ, ისეთი იდიოტობები შემშლია, მაგრამ ჰუ ქეააარზ? მორჩაა…

-მეცხრე კლასში მახსოვს ეს თემა რომ თქვენთან გავიარეთ …

– მას, ძან ცუდი ხო არაა 77?

– წელს მე არ გავსულვარ, გეფი ავიღე მაგრამ ჩვენებმა იცით რა მაგრად დაწერეს?

ეს „მაგრად“ ზოგისთვის 60-ია, ზოგისთვის 80 და ზოგისთვის სულაც ბარიერი.

სასწაული შეგრძნებაა, როცა საკუთარი აბიტურიენტები 75+ ქულებით გირეკავენ, მაგრამ მაინც მეუხერხულება ამ ქულების ფრიალი როცა ძალიან ბევრი 60 ან 50 ან 40 ქულიანი ბავშვების სახელები არსად არაა გაჟღერებული. ვისაც არ ჰქონდა ე.წ. კერძო რეპეტიტორის ფუფუნება და არც classroom teacher – ში გაუმართლა. ან ორივე ჰყავდა, მაგრამ არ არის ეს უცხო ენა მისი ძლიერი მხარე და მოკალი.

ერთ-ერთ ჯგუფში ვარ გაწევრიანებული, სადაც მთელი დღე იპოსტებოდა იმედგაცრუებული  აბიტურიენტების წერილები, თუ როგორ აწყენინეს დედას და მამას დაბალი ქულით, თუ როგორ აიკლეს ნათესავებმა, რომ ჟუჟუნას შვილიშვილმა 80 აიღო და რა ქნა შენმა. სასწაულად ვსტრესავთ ჩვენ ბავშვებს, განა ვინმე სხვა, ჩვენ.

„აბიტურიენტების ჯგუფში ვკითხულობ სასოწარკვეთილ პოსტებს.. ყველა მშობელი, რომელიც ფიქრობთ რომ თუ მაქსიმალური შედეგი არ აქვს ბავშვს, ყველაფერი წყალში ჩაგეყარათ, ხართ ტოქსიკური“ – რა მიმართვას ავრცელებს მასწავლებელი

ჩემი ბიძაშვილი იყო წელს აბიტურიენტი, რომელიც ინგლისურზე ცუდად გახდა და სასწრაფომ გაიყვანა. ისიც არ ახსოვდა საერთოდ რამე დაწერა თუ – არა. ისე, რომ არც ვიმჩნევდით, ყველა მაინც დაძაბული ველოდებოდით ამ დღეს. რომ გათენდა დილიდან მისი ოთახის ფანჯარას ვუყურებდი, აბა, რას გამოგვძახებს და უცბად უბედნიერესმა გამოგვყვირა, 40 ავიღეო და მეეჭვება მაღალ ქულიან ოჯახებში ისეთი ბედნიერების ყიჟინის ხმა ყოფილიყო, როგორც – ჩვენთან ამ ქულაზე.

ჰოდა, მადლობა ყველა ბავშვს, ვინც ბარიერს გადასცდა, ვინც თავის თავს აჯობა და სასწაული შედეგი დადო, ვინც მაქსიმუმიდან მაქსიმუმი აიღო, ვინც ისე ინერვიულა, რომ c1 დონეზე რომაა, b2 ძლივს აჩვენა გამოცდაზე. კარგი იქნება თუ დავიმახსოვრებთ, რომ სტრესთან გამკლავების გზებს მთელი ცხოვრება ვსწავლობთ და ალბათ არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ დამამთავრებელი კლასი პირველი ყველაზე დიდი შეჯახებაა იმ ენითაღუწერელ სტრესთან, რომლიდანაც კიდევ კაი ხანი ვერ გამოდის ზოგი.

არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ბავშვებს, ვინც ე.წ. Gap year აიღო. სასწაულად გამიხარდა ამ გადაწყვეტილებების გაზიარება, იმედი მაქვს, რომ დიპლომების ასაღებად წინასწარ განსაზღვრული ასაკის ფენომენი მალე მოიშთობა და ყველა მაშინ ჩააბარებს, როცა იგრძნობს ამის მზაობას და მხოლოდ იმაზე ჩააბარებს რაც მას აინტერესებს და არა – ვინმე სხვას.

პ.ს. სულ ვუყვები ხოლმე ჩემს მოსწავლეებს – პირველად IELTS გამოცდაზე რომ გავედი დარწმუნებული ვიყავი, რომ 9- ს ავიღებდი. სხვებისგანაც იგივე მოლოდინი იყო. გამოცდიდან რომ გამოვედი უგონოდ კმაყოფილი, გზაში მივხვდი, რომ საერთოდ სხვა თემა დავწერე ანუ თემას საერთოდ ავცდი. “მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი” მქონდა გამართული ალბათ ერთი კვირა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ამით ქვეყანა არ დაქცეულა (გამსვლელი ქულა კი გამომივიდა სხვა “სქილების” ხარჯზე,  მაგრამ დავაქუცმაცე ის ფურცელი), ის უნივერსიტეტები აღიარებდნენ ჩემს საბოლოო ქულას და არ იყო საჭირო “I am too cool” მზერით სტიპენდიის ინტერვიუზე გასვლა. მერე კიდევ მილიონჯერ გვეძლევა შანსი გამოვამჟღავნოთ ჩვენი შესაძლებლობები და ე.წ. სიკარგე. მთავარია სიზარმაცეს არ მივცეთ ჩვენზე გაბატონების უფლება

ჰოდა, წარმატებები,  ბავშვებო! არ გამოგივიდათ წელს? ჰოდა რისთვისაა შემდეგი წელი? სხვა უნივერსიტეტი გინდოდათ და დაგაკლდათ ქულები? ყოველ წელსაა მობილობის გამოცდები, ასე, რომ მთავარია მოინდომოთ. მაქსიმალური აიღეთ ყველა გამოცდაში და მხოლოდ ერთგან დაგაკლდათ ერთი ქულა და ნერვები გეშლებათ? ფრთხილად, პერფექციონიზმი არც თუ ისე სახარბიელო თვისებაა, რომელიც ძალიან, ძალიან, ძალიან ართულებს (უაზროდ) ბევრ რამეს. ასე, რომ take it easy, kiddo.“, – წერს ინგლისურის მასწავლებელი.

„ქიმიაში 63-დან 63 ქულა ავიღე“ – რა რჩევებს აძლევდა გია მურღულია შვილიშვილს, რომელმაც ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შეფასებები მიიღო

„შედეგებმა სწავლის მოტივაცია კიდევ უფრო მომიმატა” – გაიცანით აბიტურიენტი, რომელმაც ქართულ და უცხო ენებში უმაღლესი ქულები მიიღო

„ხუთივე კლასელები ვართ“ – გაიცანით, სოფელ შემოქმედის სკოლის კურსდამთავრებულები, რომლებმაც საუკეთესო ქულები მიიღეს

„იმდენად მეშინოდა, ლინკი ვერ გავხსენი“ – მარიამ რუხაძემ ქართულ ენასა და ლიტერატურაში 60-დან 60 ქულა აიღო

„კარგი შეგრძნებაა..“- გაიცანით აბიტურიენტი, რომელმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში 60-დან 59 ქულა აიღო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები