LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასწავლებელი, რომელიც მანქანაში ცხოვრობდა, ყოფილმა სტუდენტმა $27,000-ით დაასაჩუქრა

3622
210315143620-03-substitute-teacher-surprised-exlarge-169

21 წლის სტივენ ნავამ თავისი ყოფილი მასწავლებლის დასახმარებლად GoFundMe-ის საშუალებით 27 000 დოლარი შეაგროვა.

კალიფორნიის ქალაქ ფონტანას მკვირდმა ნავამ, რომელიც დილას სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა, ყოფილი მასწავლებელი შემთხვევით, ქუჩაში შენიშნა. მალევე  მისთვის ცნობილი გახდა, რომ ხოსე ვილარული, რომელიც სხვადასხვა სკოლებში სათადარიგო მასწავლებლად მუშაობდა, ბოლო 8 წლის განმავლობაში მანქანაში ცხოვრობდა და თითქმის მთელ თავის შემოსავალს მექსიკაში, თავის ოჯახთან აგზავნიდა. ვილარულს ფინანსურად განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში გაუჭირდა.

ნავამ, რომელიც მასწავლებელს მისტერ ვის უწოდებს, GoFundMe-ის საშუალებით მისი დახმარება გადაწყვიტა. მის წამოწყებას ვილარულის სხვა სტუდენტებიც შეუერთდნენ, რომლებმაც მისტერ ხოსეს 77-ე დაბადების დღის აღსანიშნავი წვეულება მოუწყვეს და  საჩუქარად შეგროვილი 27 000 დოლარი გადასცეს.

მასწავლებლისათვის სიურპრიზი აბსოლუტურად მოულოდნელი აღმოჩნდა. „სი ენ ენთან“ საუბრისას იგი ემოციების შეკავებას ვერ ახერხებდა.

ამ დროისათვის სტივენ ნავას წყალობით, 77 წლის მასწავლებელს უკვე აქვს დროებითი თავშესაფარი. მისი ბედით ოლქის ხელმძღვანელებიც დაინტერესდნენ და მალე ხოსე ვილარული უსახლკარო აღარ იქნება.

ეს ყველაზე ცოტაა, რისი გაკეთებაც მასწავლებლისათვის შეიძლება. ისინი ჩვენს ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობენ და უნდა გვიხაროდეს, თუ ამ ვალის ნაწილობრივ გადახდას მაინც შევძლებთ. მისტერ ვი ყველაზე ყურადღებიანი მასწავლებელი იყო მათ შორის, ვინც კი მყოლია. მუდამ ინტერესდებოდა, თუ როგორ იყვნენ მისი მოსწავლეები, რაიმე პრობლემა ხომ არ ჰქონდათ. ის უკეთეს ცხოვრებას იმსახურებს და სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ მისთვის სიურპრიზი მოგვეწყო.“ – განუცხადა 21 წლის ნავამ „სი ენ ენს“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები