LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასტერი: „ყველა ყოფილს ვენატრები, დიახ, ვისაც ჰქონდა ჩემთან ურთიერთობა, ყველამ დაბრუნება სცადა“

144
page

გადაცემის „უსმინე ახალს“ სტუმარია რეპერი მასტერი, რომელმაც სიმღერა დააპრემიერა.

სანამ უშუალოდ ახალ სიმღერაზე გადავალთ, გვიამბე, რა ხდება შენს მუსიკალურ კარიერაში?

როგორც ყოველთვის, შეუჩერებელი ვარ, ამით ვცხოვრობ, ჩემი მსმენელი ჩემი მოტივაციაა. ეს ჩემი სიმდიდრეა და ამ ყველაფერს ვუფრთხილდები. ეს არის წელს ჩემი მე-9 სიმღერა. მანამდე გამოვიდა არაერთი ვიდეო, ასევე, ვატარებ კონცერტებს და საქართველოს  მასშტაბით ტურნესაც ვგეგმავ.  არ არსებობს, მომენტი, როცა მუსიკას არ ვქმნი.

რატომ აღარ გვთავაზობ ინგლისურენოვან ტრეკებს?

იყო რამდენიმე ინგლისურენოვანი ტრეკი. კომფორტულად ვგრძნობ თავს, როცა მშობლიურ ენაზე ვმღერი. ვაკეთებ იმას, რაც ვიცი, რომ მაღალ დონეზე გამოდის. ახლაც ახალი პროექტის იდეა მაქვს.

შენ აქტიური ხარ არამარტო მუსიკალურ ინდუსტრიაში, არამედ, სოციალურ ქსელშიც…

მინდა ვიყო ადამიანი, რომელიც თავის აზრს მუდამ აფიქსირებს, მინდა, რომ ჩემმა სიმღერამ თავისი სათქმელი თქვას, რეპიც ამიტომ ავირჩიე, ეს არის აზრის დაფიქსირება.

შენი სიმღერები მაინც სასიყვარულო თემატიკისაა…

კი, სწორედ სასიყვარულო თემატიკის სიმღერები გავარდება ხოლმე, ეს არის პოპულარული, თუმცა ცოტა ხნის წინ სოციალური თემატიკის სიმღერა გამოვუშვი, რომელსაც უკვე 100 000 ნახვა აქვს.

ახლა დღევანდელ სიმღერაზეც გვესაუბრე…

„ყველა ყოფილს ვენატრები“, ასე ჰქვია სიმღერას, ეს არის ჩემი სათქმელი, კი ასეა, ვისაც ჰქონდა ჩემთან ურთიერთობა, ყველამ დაბრუნება სცადა. როცა მეუბნებიან, ეს ქალის შეურაცხყოფა ხომ არ არისო, ვპასუხობ, რომ ძალიან ღრმად ნუ ჩავლენ. ეს არის სიმღერა, რომელზეც უნდა გაერთო. ტიკ-ტოკ ტრენდად იქცა უკვე და მანქანაშიც კარგად ისმინება. ეს სიმღერა ჩავუგდე ერთ ჩემს ყოფილს,  მან მითხრა, რომ გაჰიტდებაო. მე, ზოგადად უკონფლიქტო ვარ და კარგ ურთიერთობას ვინარჩუნებ, მოკითხვა ყველას.

 

 

სიმღერის პრემიერა ფორტუნა +

Posted by Masteri on Wednesday, September 20, 2023

 

 

„მასტერმა“ ყოფილ შეყვარებულებს სიმღერა მიუძღვნა

„გახდებით მაგ ასაკის, ღრმად მოხუცებულიც და ვიღაც უვიცი „ლაწირაკი“ რომ დაგიწერთ თქვენს შეხედულებაზე „მალე გადაშენდით და მოკვდითო“, მერე მიხვდებით, რა ამაზრზენი მიდგომაა“ – რას წერს მასტერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები