Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
მასშტაბური აღმოჩენა ეგვიპტეში: არქეოლოგებმა 100 სარკოფაგს მიაკვლიეს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასშტაბური აღმოჩენა ეგვიპტეში: არქეოლოგებმა 100 სარკოფაგს მიაკვლიეს

112
Sarcophaguses that are around 2500 years old, from the newly discovered burial site near Egypt's Saqqara necropolis, are seen during a presentation in Giza, Egypt November 14, 2020. REUTERS/Mohamed Abd El Ghany

XXI საუკუნის მასშტაბური და უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური აღმოჩენა იდუმალებით მოცული ეგვიპტიდან – კაიროს მახლობლად, საკარაში, უზარმაზარ სამარხში 100 სარკოფაგს მიაკვლიეს, რომელიც, დაახლოებით, 2 500 წლის წინანდელია.

საკარას დასახლება კაიროდან დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს. სწორედ აქ არის უძველესი ნეკროპოლი. უახლესი აღმოჩენაც სწორედ აქ გაკეთდა, ჯოსერის პირამიდის ძირში.

ამ აღმოჩენას წინ უძღოდა კიდევ ერთი, შედარებით მცირე აღმოჩენა აგვისტოში. მაშინ არქეოლოგებმა კარგად შემონახული 59 სარკოფაგი იპოვეს.

მოხატული, კარგად დალუქული და შენახული სარკოფაგები მიუთითებს მათ ხარისხზე და მათი მეპატრონეების ტიტულზე – როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ისინი მაღალი რანგის ოჯახებს მიეკუთვნებოდნენ 26-ე დინასტიის მმართველობის დროს.

ახლად აღმოჩენილი ფერადი სარკოფაგები, მუმიფიცირებული სხეულები და სამარხში აღმოჩენილი სხვადასხვა ნივთი, მათ შორის ათობით ოქროს ქანდაკება, გამოიფინება ეგვიპტის მუზეუმში, რომლის გახსნაც მომავალ წელს იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები