LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მასონთა ლოჟა ადგილზეა და ფორმაში დგება!“

543
30714123-10212473506732771-8272708346172145664-o

თავისუფლების ინსტიტუტი მუშაობას ანახლებს. ინფორმაციას ტაბულას დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ავრცელებს. როგორც ის წერს, ინსტიტუტი სამი მიმართულებით იმუშავებს და მისი დირექტორი სალომე ხვადაგიანი იქნება.

“რეესტრში წავიდა დოკუმენტები და გამოვაცხადებ! თავისუფლების ინსტიტუტი აღდგა! სამი მიმართულებით იმუშავებს:

1) ეკონომიკური პოლიტიკა

2) მართლმსაჯულება

3) საგარეო პოლიტიკა

დირექტორი იქნება სალომე ხვადაგიანი. დანარჩენ ამბებს ცალკეული პროგრამების დაანონსებისას მოვყვებით! მოკლედ, მასონთა ლოჟა ადგილზეა და ფორმაში დგება!” – ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი.

https://www.facebook.com/tchergo/posts/10215615082590204

თავისუფლების ინსტიტუტი ლიბერალური საჯარო პოლიტიკის ადვოკატირების არასამეწარმეო და არაპარტიული საზოგადოებაა. იგი სამოქალაქო კამპანიების, დებატების, კვლევებისა და საგანმანათლებლო საქმიანობით ესწრაფვის დაამკვიდროს სამოქალაქო თავისუფლების, აქტიური მოქალაქეობის, საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების, კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობისა და თავისუფალი ბაზრის ფასეულობები საზოგადოებრივ ცხოვრებაში, პოლიტიკაში, კანონებსა და საჯარო დაწესებულებებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები