LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასხარა ურუგვაელები: როგორ არეკლამებენ ურუგვაიში ეროვნულ ჩემპიონატს (ვიდეო)

15

რამდენიმე დღის წინ სარეკლამო სააგენტო Young & Rubicam-მ საკაბელო ტელეარხ TCC-თან (ურუგვაის ჩემპიონატის მატჩების ჩვენების უფლებებს ფლობს) ერთობლივად გამოუშვეს ირონიული პრომო პრიმერა დივიზიონის კლაუსურის სტარტთან დაკავშირებით.
მინგრეულ-მონგრეული სტადიონები, ასპროცენტიანი მომენტების სასწაულებრივად გაფუჭება, დატბორილი მოედნები, მასხარაობად ქცეული გამარჯვების აღნიშვნა (მათ შორის ნახავთ ბიჭს, რომელსაც მოედანზე ძროხა მიყავს), მატრასები სკამების ნაცვლად – და ეს ყველაფერი ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის და სლოგანის – „ბრუნდება მსოფლიოში საუკეთესო ტურნირი. ჩვენი აზრით“ – თანხლებით.
აი ურუგვაის ფეხბურთის ასოციაციაში კი ეს ოხუნჯობა ჯეროვნად ვერ დააფასეს და რგოლი აკრძალეს. თუმცა მან უკვე შეაღწია ქსელში და ვირუსულიც გახდა. ახლა კი თქვენც შეგიძლიათ ნახოთ და შეაფასოთ როგორია მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო ტურნირი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები