LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაშველებმა ზუგდიდში, მდინარე ჯუმში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

117
pjimage

ორდღიანი ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მაშველებმა ზუგდიდში, მდინარე ჯუმში დაკარგული მოზარდის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფრომაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

სოფელ დარჩელში დაკარგული მოზარდი მაშველებმა მდინარე ჯუმში, გაუჩინარების ადგილიდან 3 კმ-ში იპოვეს.

“საძიებო სამუშაოებში ჩართული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და აჭარის რეგიონებიდან. ოპერაციაში, ასევე, მონაწილეობდა განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან. მობილიზებული იყო დრონი და სამი ერთეული მცურავი საშუალება. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობდა ექოლოტის საშუალებით. ადგილზე შექმნილი იყო სამუშაო შტაბი, საიდანაც ხორციელდებოდა ოპერაციის მონიტორინგი.
დაკარგული არასრულწლოვნის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შეტყობინება 13 ივლისს შემოვიდა, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მდინარე ჯუმში აქტიური საძიებო-სამაშველო ოპერაცია დაიწყო”, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.