LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაშველებმა დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი მტკვარში იპოვეს

298
befunky-collage-2020-08-19t153240.349-2020-08-19-11-33-49-048605

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, მტკვარზე ჩატარებული ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად, დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

ინფორმაციას უწყება სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ვინ არის 31 წლის მამაკაცი, რომელსაც ამ წუთებში მტკვარში ეძებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 18 აგვისტოს შემოვიდა. შეტყობინების შემოსვლისთანავე, პოლიციის და სამაშველო ჯგუფების მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და მამაკაცის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები