112-ში სავაჭრო ცენტრ “ქარვასლაში” ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა.
როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, „ქარვასლაში“ სრული მობილიზებაა და მაშველები ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობენ, თუმცა შენობის სრული ევაკუაცია არ მომხდარა.
ამ ეტაპზე ნაღმის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება.
თუმცა, ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, შენობა ხალხისა და ავტომობილებისგან დაცალეს.