LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაშინ თქვით ტყუილი თუ ახლაც იზიარებთ იმავე პოზიციას 2008 წლის ომთან დაკავშირებით: მიგაჩნიათ, რომ ომი საქართველომ, ანუ სააკაშვილმა დაიწყო?“ – კობახიძე პრეზიდენტს 

269
Untitled design (50)

„მინდა გკითხოთ, მაშინ თქვით ტყუილი თუ ახლაც იზიარებთ იმავე პოზიციას 2008 წლის ომთან დაკავშირებით, ეს ძალიან პრინციპულ საკითხია,“ – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის პლენარულს სხდომაზე.

„მოლოდინი არ მაქვს, რა თქმა უნდა, რომ კითხვებს პასუხები გაეცემა, მაგრამ მაინც ვიკითხავ..  სალომე ზურაბიშვილმა ორი ასეთი განცხადება გააკეთა: პირველი, „ომი საუკუნის წინ რუსეთმა დაიწყო და მაშინ ჩვენ რუსეთის პროვოკაციაში ჩავერთეთ და ამ საომარ ვითარებაში წავედით, საქართველომ ამ საომარი ვითარების ნაწილი დაიწყო.“

ანუ, საუბარი იმაზე იყო, რომ აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო.

მეორე განცხადება, რომელიც 8 აგვისტოს გაკეთდა – „შენს ტერიტორიაზე შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყება, ამას რა ჰქვია – უგუნურობა, გიჟი პრეზიდენტის ახირება თუ რაღაცა უცნაური და გაუგებარი გარიგება.“ აქაც რეალურად, საუბარია იმაზე, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო. აქ მადლობა ღმერთს, საქართველო არ არის ნახსენები. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს „ნაცმოძრაობამ“ ევროსაბჭოს რეზოლუციაში ზუსტად იმავე პოზიციას დაუჭირა მხარი, ანუ თვითონვე უწერიათ, რომ თვითონ დაიწყეს ომი.

2018 წლის თქვენი მსგავსი განცხადებების გამო, ჯაშუშად, აგენტად და რეზიდენტად გამოგაცხადეს… პრინციპში იგივე ამბობდნენ ევროსაბჭოს რეზოლუციაში.

ასევე მინდა დავაზუსტო, თუ ამ კითხვაზე პასუხს გაექცევით, დუმილს ყველა, საზოგადოებაც ალბათ, თანხმობის ნიშნად მივიღებთ, რომ კვლავაც ძველ პოზიციაზე რჩებით და მიგაჩნიათ, რომ 2008 წლის ომი საქართველომ ანუ სააკაშვილმა დაიწყო, რა ვიცი როგორც გინდათ,“ – მიმართა ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილს.

„პრეზიდენტი უზრდელობს პარლამენტის წევრების მიმართ, 70 წლის ქალია და უზრდელობს“ – ირაკლი კობახიძე

„თურმე გეწყინათ, რომ პატარა კაცები გიწოდეთ, დაელოდეთ, როგორ შეგამკობენ თქვენი შვილები“ – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი „ოცნებას“: „დღეს ჩემი ბედი კი არა, თქვენი ბედი წყდება.. დღევანდელი დღით არაფერი დამაკლდება, არც ხალხის ნდობა, არც სიყვარული“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები