LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მაშინ რატომ არ აგიკანკალდათ ხელი ან ხმა ბავშვს რომ ესე იმეტებდით?! იმ ბავშვს, რომელიც თქვენნაირი ცხოველებისგან გარბოდა… ახლა საკმარისი დრო გექნებათ “ცრემლებისთვის” – ანი შაქარაშვილი

1873
BeFunky-collage (7)

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის განხილვის დასრულებასა და საქმე ბრალდებულის ოჯახის წევრების განცხადებებს, გარდაცვლილი ფეხბურთელის და სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ანი შა­ქა­რაშ­ვი­ლი ბრალდებულების იმ მშობ­ლებ­ს პა­სუ­ხობს, რომლებიც ამბობენ, რომ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში შესაძლოა, აქციები გამართონ.

მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

“კაცობრიობამ ცივილიზაციის მიღწევამდე, ხანგრძლივი გზა განვლო და ცხოველური საწყისები გადალახა, იმიტომ რომ ადამიანად ჩამოყალიბებულიყო. თქვენ?! თქვენ საერთოდ ცივილიზაციას მოწყვეტილი ადამიანები ხართ და მანიპულატორები რომლებიც ცდილობენ რაღაც ადგილი დაიმკვიდრონ იმ საზოგადოებაში სადაც მათი ადგილი არ არის , იმიტომ რომ ცხოველი როდის “გაცხოველდება” არავინ იცის!! კარვების გაშლა კი არა ვერაფერი გიშველით ეგ კარავიც თავზე ჩამოგეშლებათ .

რომელი ბრალი? თუ განაჩენი დაუმსახურებლად დადგება, ესეც სიკვდილია ოჯახების - ბრალდებულის მშობელი ამბობს, რომ გამამტყუნებელ განაჩენს გააპროტესტებენ

ვახტანგ ჩიქოვანის დედის, ნინო გოგილაშვილის განცხადებით, თუ მის შვილს მოსამართლე გაამტყუნებს, ამას გაასაჩივრებს და გააპროტესტებს. 

მანამდე კი თქვენი შვილები მოიხდიან იმ სასჯელს რომელსაც ნამდვილად იმსახურებენ!! 17 წელზე ატირებული და აკანკალებული ხმა უკვე საკუთარ განაჩენზე ხელის მოწერაა, მაშინ რატომ არ აგიკანკალდათ ხელი ან ხმა ბავშვს რომ ესე იმეტებდით?! იმ ბავშვს, რომელიც თქვენნაირი ცხოველებისგან გარბოდა.. ერთადერთი უდანაშაულო აქ მხოლოდ ჩემი ძმა იყო და ისიც გაწირეთ. ახლა საკმარისი დრო გექნებათ “ცრემლებისთვის” თუმცა საკითხავი ის არის როდემდე?!

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის საქმის არსებითი განხილვა დღეს დასრულდა. მოსამართლე სათათბიროდ გავიდა, თუმცა ჯერჯერობით, უცნობია როდის გამოაცხადებს 5 ბრალდებულისთვის განაჩენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები