მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი აღარაა, ნიკოლა სარკოზი ბოლო წლებში ჩადის ყველგან, სადაც ფულს გადაუხდიან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, რითაც არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის დასწრების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება.
„განსაკუთრებით ხშირად ფულს უხდიან რუსები, რუსეთის ინტერესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის. ასე რომ, იმ უპრეცედენტოდ დაბალი დონის წარმომადგენლობის ფონზე, რაც „ინაუგურაციაზე” ჩამოდის, მისი გამოჩენა ზუსტად აჩვენებს, თუ ვინ უკვეთავს მუსიკას საქართველოში და ვის დაკრულზე ცდილობენ აცეკვონ ქართველი ერი“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დაესწრება.
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება.