LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მას მნიშვნელოვანი როლი აქვს თაობების პატრიოტული აღზრდისთვის” – დეპუტატები სამხედრო მუზეუმის შექმნის ინიციატივით გამოდიან

76
Untitled design (3)

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტში დღეს მუზეუმების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელებენ.

ინიციატივის მიზანი მუზეუმის ახალი ტიპის, სამხედრო მუზეუმის შექმნაა.

დეპუტატებმა მუზეუმების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივით პარლამენტს გასულ თვეში მიმართეს.

როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში შექმნილია ეროვნული სამხედრო მუზეუმები, რომლებსაც მნიშვნელოვანი ფუნქციური დატვირთვა აქვთ.

კანონპროექტის ინიციატორები მუზეუმის მნიშვნელობას განმარტავენ:

“ეროვნული სამხედრო მუზეუმის დაფუძნება ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამხედრო ისტორიით, სამხედრო ტექნიკით და შეიარაღებით დაინტერესებული საზოგადოებისათვის, არამედ ამ სახის მუზეუმებს მნიშვნელოვანი როლი აქვს მომავალი თაობების პატრიოტული აღზრდისათვის და ცნობიერების ამაღლებისათვის. ამასთანავე, მომავალში სამხედრო ტიპის მუზეუმი აკადემიური წრეებისთვისაც მნიშვნელოვანი საინფორმაციო წყარო გახდება”, – აღნიშნულია საკანონმდებლო ცვლილებების განმარტებით ბარათში.

კანონის პროექტის ინიციატორები არიან: ლადო ჩაჩიბაია, ირაკლი ბერაია, ელისო ბოლქვაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, გიორგი ხელაშვილი, რესან კონცელიძე და ალექსანდრე ელისაშვილი.

პარლამენტში წარდგენილი დაანგარიშების მიხედვით, სამხედრო მუზეუმის შექმნისთვის და მისი შენობაში და ღია სივრცეში განთავსებისათვის საჭირო ხარჯის სავარაუდო ღირებულება 23 753 112 ლარია.

პროექტით, კანონი ძალაში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა შევიდეს.